საწყისი გვერდი

ისტორია

გალავანი

ხალხი და მდებარეობა

ფოტო გალერეა

დაგვიკავშირდით

გაეცანით საქართველოს და ეწვიეთ მის სხვადასხვა კულტურულ და ისტორიულ ადგილებს ჩვენთან ერთად

 English - Georgian

www.signagi2007.narod.ru


 

  AddMe - Search Engine Optimization

.Georgian Search Engine - interes!ge

 

 

 

სიღნაღი


აღმოაჩინე საქართველო ხელახლა

სიღნაღი გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კახეთში მდებარე მცირე ქალაქი. მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ კახეთის მარგალიტი.

ეწვიეთ სიღნაღს, გაეცანით მის ისტორიას და უნიკალურ კულტურულ ძეგლებს.

ქალაქი მუზეუმი განგაცვიფრებთ ძველებური ქუჩებით, ბრწყინვალე არქიტექტურით და მყუდრო გარემოთი.

სიღნაღი არაჩვეულებრივი ისტორიული ძეგლია, რომელიც დღესაც ახარებს მის სტუმრებს. ღია აივნები, უნიკალური გალავანი, კოშკები, ეკლესიები და კეთილგანწყობილი მოსახლეობა წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს თქვენზე.

მოცემული საიტი შეიქმნა მათთვის,
ვინც ჯერ არ ყოფილა სიღნაღში და სურს მის შესახებ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად სასარგებლო რჩევების მიღება.

სიღნაღისკენ მიმავალს შეუძლია ეწვიოს ბოდბის მონასტერს, სადაც მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს საფლავია და მისი საოცარმოქმედი წყარო. ქართველები წმინდა ნინოს დღესასწაულს აღნიშნავენ 27 იანვარსა და 1 ივნისს. ამ დღეებში ბოდბეში მოხვედრისას თქვენ აღმოჩნდებით დიდი დღესასწაულისა და ხალხმრავლობის მოწმე.

გზაზე ბოდბიდან სიღნაღისკენ თქვენს თვალწინ გაიშლება სიღნაღის ბრწყინვალე ხედი. კარგი ამინდის პირობებში თქვენ შეძლებთ კავკასიონის ქედის ნახვას და მთელი ალაზნის ველისთვის თვალის შევლებას.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას

 


საიტი შეიქმნა 2007 წლის ნოემბერში

Hosted by uCoz